ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის მინისტრს სამი მოადგილე ეყოლება

26 ნოემბერი, 2013 •
ინფრასტრუქტურის მინისტრს სამი მოადგილე ეყოლება

შოთა მურღულიას უფლებამონაცვლე მოადგილის საკითხი კვირის ბოლომდე გადაწყდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე ერთი მოადგილე, რომლის ვაკანტური ადგილიც არის ჩვენს სამინისტროში, შევავსოთ და ორი ახალი მოადგილე ჰყავდეს ჩვენს სამინისტროს იმიტომ, რომ მეტი პროექტები გვემატება, მეტი მიმართულებები გვემატება, წინ თვითმმართველობის რეფორმა გველოდება და აქედან გამომდინარე ფუნქციურად უფრო იტვირთება ჩვენი სამინისტრო. ეს საკითხი გადაწყდება კვირის ბოლომდე და გახდება ცნობილი მოადგილეების ვინაობა”, – განაცხადა ნარმანიამ.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შოთა მურღულია, რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი