ამ საკითხზე იყო მომხსენებელი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“მოგეხსენებათ, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სამართლებრივი ურთიერთობა გააჩნია მართლმადიდებალ ეკლესიასთან. ეს რეგულირდება საკონსტიტუციო ხელშეკრულებით, ე.წ. კონკორდატით. სხვა გაერთანებებთან არანაირი სამართლებრივი ბმა არ გააჩნია სახელმწიფოს. რაც იწვევს ისეთ გაუგებრობებს, როგორიც არის, მაგალითად, თუ რამდენად კანონიერია ან არაკანონიერია ამა თუ იმ ნაგებობის მშენებლობა, საიდან იღებენ დაფინანსებას და ასე შემდეგ. სწორედ ამ საკითხის მოსაწესრიგებლად შეიქმნა სამთავრობო კომისია. ვთვლით, რომ ეს კომისია დაარეგულირებს ყველა საკითხს და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს წარუდგენს მთავობას და პარლამენტს”–განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, კომისიაში სამინისტროების უმეტესობა შედის, მათ შორის კულტურა, განათლება, იუსტიცია და ა.შ.