ახალი ამბები

თბილისში სამ ადგილას მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება

4 მაისი, 2018 • 1766
თბილისში სამ ადგილას მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თბილისში სამ ადგილას მრავალდონიანი ავტოსადგომების ასაშენებლად ტენდერები გამოცხადეება.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მრავალდონიანი მიწისქვეშა ვტოსადგომები გეგეშიძის ბაღის, ვარკეთილის მეტროსა და  რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე უნდა აშენდეს. ტყემალაძის თქმით, ინვესტორების დაინტერესებისთვის მიწის ნაკვეთები გამარჯვებულებს 1 ლარად, სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მშენებლობა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება, რაც მის რენტაბელობაზე აისახება. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია,  რომ აღნიშნული ტერიტორიები ინვესტორს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცეს. ჩვენ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თბილისელების ინტერესებზეა მორგებული,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

2017 წლის 5 ოქტომბერს თბილისის მერიამ პუშკინის სკვერთან ავტოპარკინგის მოსაწყობად 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის გადასაცემად დაამტკიცა.

ამ მიწის ნაკვეთს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 29 სექტემბერს შეუცვალა ზონალურ სტატუსი, რათა იქ მიწისქვეშა ავტოსადგომი აშენდეს.

პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის საკითხი მერიამ დაამტკიცა

თბილისის საკრებულოში დღეს სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები  დღის წესრიგით გათვალისწინებულ 43 საკითხს განიხილავენ. ერთერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც დღეს დეპუტატები იმსჯელებენ მრავალდონიანი მიწისქვეშა  ავტოსადგომების მშენებლობის  შესახებ ინტერესთა გამოხატვის  გამოცხადებაა.

დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, საკრებულოს სხდომაზე, სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის დანიშვნაზე იმსჯელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი