ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს მდივნად ირინე იმერლიშვილი დაინიშნა

21 ნოემბერი, 2013 •
უშიშროების საბჭოს მდივნად ირინე იმერლიშვილი დაინიშნა

ირინე იმერლიშვილი 2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და ხელმძღვანელობდა საპროცედურო საკითხა და წესების კომიტეტს.

 

ირინე იმერლიშვილი დაიბადა 1971 წლის 29 იანვარს. მას თავის ბიოგრაფიაში სპეციალობად მითითებული აქვს – იურისტი, ეკოლოგი, ჟურნალისტი. 1993 წლიდან მუშაობდა პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000-2003 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2006 წლიდან ეწეოდა პარტიულ საქმიანობას “რესპუბლიკურ პარტიაში”. 2012 წლიდან გახდა პარლამენტის წევრი კოალიცია “ბიძინა-ივანიშვილი – ქართული ოცნების” ეგიდით.

ირინე იმერლიშვილი
ირინე იმერლიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი