ახალი ამბები

არჩილ კბილაშვილი თანამშრომლებს გამოემშვიდობა

20 ნოემბერი, 2013 •
არჩილ კბილაშვილი თანამშრომლებს გამოემშვიდობა

პრესსამსახურის ცნობით, არჩილ კბილაშვილმა  შეაფასა  საქართველოს პროკურატურის საქმიანობა განვლილი ერთი წლის განმავლობაში, ისაუბრა მიღწეულ წარმატებებზე, არსებულ ნაკლოვანებებზე და პროკურატურის მუშაკებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

 

მან წარმატება უსურვა მომავალ ახალ მთავარ პროკურორს და საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს.

 

შეხვედრის ბოლოს არჩილ კბილაშვილმა საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიანიჭა და შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა პროკურორებს: ანზორ ლაცუზბაიას, რევაზ ზარანდიას, კონსტანტინე ყიფიანს, ზურაბ გუბელაძეს, ვალერიან იოსავას და მიხეილ ნოზაძეს.


7 ნოემბერს არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ის გადადგებოდა მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად დაიკავებდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას. კბილაშვილს ამ პოსტზე ოთარ ფარცხალაძე შეცვლის.

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი