აღმაშენებელზე ისტორიული მოხატული სადარბაზოს რესტავრაცია მიმდინარეობს

თბილისის განვითარების ფონდმა დავით აღმაშენებელის N93-ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს რესტავრაცია დაიწყო, რომელიც 1905 წელს მხატვრებმა, ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერმა და დე მარცომ მოხატეს.

ფონდის ცნობით, მიმდინარეობს ქაღალდზე შესრულებული მხატვრობის, ზეთის საღებავებით შესრულებული 6 კომპოზიციის, დეკორატიული მხატვრობისა და მაღალხარისხიანი ბათქაშით შესრულებული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაცია.

ისტორიული სადარბაზო აღმაშენებლის 95 ნომერში. ფოტო: თბილისის განვითარების ფონდი

სადარბაზოს განახლება ლითონისა და ხის ნაკეთობების გაწმენდა-რესტავრაციასაც მოიცავს. რესტავრაციის შემდეგ გვიან პერიოდში გაკეთებული რკინის კონტრუქციებს მოხსნიან და დეკორატიული მორთულობებიც დაცული იქნება, აცხადებს ფონდი.

თბილისის განვითარების ფონდის დაპირებით, დაგეგმილია არქიტექტურულ-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ სადარბაზოს მაქსიმალურად შეუნარჩუნდება იერსახე და ღირებულება.

მხატვრობისა და ზეთით შესრულებული დეკორატიული ელემენტების შელახვა სადარბაზოს სხვენში არასწორად მოწყობილმა სველმა წერტილებმა, სადარბაზოში უხარისხოდ გაყვანილმა კომუნიკაციებმა და დაზიანებულმა სახურავმა გამოიწვია.

სარესტავრაციო სამუშაოები პროექტ  „ახალი ტფილისის“  ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამა 35-მდე ისტორიული სადარბაზოს აღდგენას ითვალისწინებს. სამუშაოებს შპს „რესტავრატორები და კომპანია“ ასრულებს.

აღმაშენებლის N93-ში მდებარე სადარბაზოს სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე  დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.

ისტორიული სადარბაზო აღმაშენებლის 95 ნომერში. ფოტო: თბილისის განვითარების ფონდი

ისტორიული სადარბაზო აღმაშენებლის 95 ნომერში. ფოტო: თბილისის განვითარების ფონდი

ისტორიული სადარბაზო აღმაშენებლის 95 ნომერში. ფოტო: თბილისის განვითარების ფონდი

ისტორიული სადარბაზო აღმაშენებლის 95 ნომერში. ფოტო: თბილისის განვითარების ფონდი

ისტორიული სადარბაზო აღმაშენებლის 95 ნომერში. ფოტო: თბილისის განვითარების ფონდი

ისტორიული სადარბაზო აღმაშენებლის 95 ნომერში. ფოტო: თბილისის განვითარების ფონდი

ისტორიული სადარბაზო აღმაშენებლის 95 ნომერში. ფოტო: თბილისის განვითარების ფონდი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com