ახალი ამბები

ლაშა აბაშიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

18 ნოემბერი, 2013 • • 2090
ლაშა აბაშიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

ლაშა აბაშიძე გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენელი იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

მარგველაშვილის განათლების მინისტრად მუშაობის დროს ლაშა აბაშიძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი იყო.  

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2007-2010 წლებში “საქართველოს რკინიგზაში” ოპერაციათა მართვის უფროსად და შესყიდვების სააგენტოს უფროსად მუშაობდა.  რის შემდეგაც  დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ბიზნეს-განვითარების უფროსისა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. 

ლაშა აბაშიძე 2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებარივი საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით სწავლობდა. 

ლაშა აბაშიძე და გიორგი მარგველაშვილი
ლაშა აბაშიძე და გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი