ღარიბაშვილი ამ საკითხზე ბრიფინგს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართავს, სადაც მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილება შეეხება მხოლოდ შს მინისტრს და ამ თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ ალექსანდრე ჭიკაიძე დაიკავებს.
ცნობილია ისიც, რომ ახალ მთავრობაში შეიცვლება მთავარი პროკურორიც. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილს ალექსანდრე ფარცხალაძე შეცვლის.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრძანებით, ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ბიძინა ივანიშვილი ასრულებს, რომელიც გადადგომას აპირებს.
პარლამენტი ახალ პრემიერსა და მთავრობას 20 ნოემბერს დაამტკიცებს.
