ახალი ამბები

ლაშა ნაცვლიშვილის პასუხი ახალაიას ადვოკატებს

14 ნოემბერი, 2013 • • 1477
ლაშა ნაცვლიშვილის პასუხი ახალაიას ადვოკატებს

“აბსურდულია ეს განცხადება, კიდევ ბევრჯერ იტყვიან ალბათ, ტაქტიკური ბრძოლა მიდის დაცვის მხარის, ეს ნორმალურია”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

ადვოკატ გიორგი ონიანის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე შეხვდა მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს და მათი საუბარი შეეხო ახალაიას საქმეს. ონიანის თქმით, ნაცვლიშვილმა მოსამართლეს უთხრა – “ერთი- ორი წელი როგორ არ უნდა იჯდეს ახალაიაო”, რაც, როგორც ადვოკატი ამბობს, აღასრულა კიდეც მოსამართლემ და ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს, 2013 წლის 28 ოქტომბერს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. 

 

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

მასალების გადაბეჭდვის წესი