ახალი ამბები

ბაჩო ახალაიამ ციხე დატოვა

1 მარტი, 2022 • 2230
ბაჩო ახალაიამ ციხე დატოვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას თადარიგის პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ახალაია 2012 წლის ნოემბერში დააკავეს, 2018 წლის აპრილში კი განაჩენი გამოუტანეს. მან ე.წ. მატროსოვის ციხეში მოიხადა სასჯელი.

ციხიდან გამოსვლამდე ახალაია აცხადებდა, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ „პარტიული პოლიტიკური გეგმები“ არ აქვს, თუმცა რჩება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „მხარდამჭერად და ამომრჩევლად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი