ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში გავცელებულ ვიდეოს ეხმაურება. მისი თქმით, ბავშვის ვინაობა დადგენილია და სამინისტრო მის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
“გუშინვე მოხდა ამ ბავშვის იდენთიფიკაცია. უკვე ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. ვიტყოდი შოკისმომგვრელი ფაქტია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს. ჩვენი სამსახური ინტენსიურად მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა ყველა ასეთი შემთხვევის პრევენცია თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გავქვს თვალთვალის ინსტრუმენტები, რომ ვუთვალთვალოთ ყველა ბავშვს თუ როგორ იქცევა,”-განაცხადა დავით სერგეენკომ.
“ფეისბუკითა” და “იუთუბით” გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ბავშვის მიმართ ბულინგი და დამამცირებელი მოპყრობა ჩანს შსს- მ გამოძიება 20 აპრილს დაიწყო.