ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა “ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა.
ნეტგაზეთი ნინო გიორგობიანს ვერ დაუკავშირდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ინფორმაცია ფარცხალაძის დანიშვნის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის სხვა თანამშრომლებმა ვერ დაუდასტურეს.
“ვერაფერს გეტყვით, ნინო გიორგობიანმა უნდა დაგიდასტუროთ,”- განუცხადა ნინო ცხადაძემ ნეტგაზეთს.
საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას არჩილ კბილაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს, ხოლო მისი შემცვლელი ახალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს. პრემიერის თანამდებობას, ასევე, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამჟამინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.



![უმრავლესობიდან გასულმა ორმა დეპუტატმა გახარიას კაბინეტს მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/09/Screen-Shot-2019-09-08-at-18.10.59.png)




