ახალი ამბები

აგარელები კანცელარიასთან მივიდნენ, უცნობია, შეხვდება თუ არა მათ ვინმე [Live]

20 აპრილი, 2018 • 1559
აგარელები კანცელარიასთან მივიდნენ, უცნობია, შეხვდება თუ არა მათ ვინმე [Live]

შაქრის ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც დედაქალაქში დაბა აგარიდან ფეხით ჩამოვიდნენ, მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ და აქციას მართავენ.

“ნეტგაზეთმა” მთავრობის ადმინისტრაციას კითხვით დილითვე მიმართა, შეხვდებოდა თუ არა პრემიერ-მინისტრი ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და მთავრობას კითხვებზე პასუხის გასაცემად 1-საათიან ვადას აძლევენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ პასუხების მიღებამდე ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩნენ. მათივე ინფორმაციით, შაქრის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრებს მართავენ, თუმცა ამ ცნობას უწყებაში ჯერ არ ადასტურებენ.

აგარის ქარხნის თანამშრომლების მსვლელობა სამი დღის წინ, დაბა აგარიდან დაიწყო. ქარხნის თანამშრომლებმა 110 კილომეტრი ფეხით გაიარეს და თბილისში გუშინ, 19 აპრილს, გვიან ღამით ჩამოვიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა აგარის შაქრის ქარხნის ამუშავებაა, რომელიც 7 თვის წინ დაიხურა.

ვრცლად აგარის ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

LIVE – აგარის ქარხნის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების საპროტესტო მსვლელობა მთავრობის კანცელარიისკენ ?

❗️ “შიმშილობის ზღვარზე ვართ”

რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც დაბა აგარიდან 110 კილომეტრი ფეხით გამოიარეს დედაქალაქამდე და რას სთხოვენ ისინი ხელისუფლებას ⤵️

Posted by netgazeti.ge on Friday, 20 April 2018

აგარის ქარხნის თანამშრომლების აქცია მთავრობის კანცელარიასთან 20.04.18 ფოტო: დათო ფარულავა

აგარის ქარხნის თანამშრომლების აქცია მთავრობის კანცელარიასთან 20.04.18 ფოტო: დათო ფარულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი