ახალი ამბებისამართალი

აგარაში ქალის დაჭრასა და კაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

10 ივნისი, 2019 • 2932
აგარაში ქალის დაჭრასა და კაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

დღეს, 10 ივნისს, აგარაში ცოლის დაჭრისა და კაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. შსს ამ დროისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებაზე მუშაობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა კაცს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ამის შემდეგ ბრალდებული საკუთარ სახლში დაბრუნდა და ცოლი დაჭრა.

შსს-ს ინფორმაციით, ქალი გადარჩა და საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი