როგორც წულუკიანმა დღეს, 5 ნოემბერს, ჟურნალისტებს განუცხადა, ამისათვის ღარიბაშვილს გარკვეული დრო ესაჭიროება:

 

“მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ ახალ პრემიერს ჯერ არ დაუწყია ინდივიდუალური კონსულტაციები. ჩვენ მას უნდა მივცეთ დრო, რადგან მას აკისრია ძალიან დიდი პასუხისგემბლობა სახელმწიფოს წინაშე. მან უნდა მიიყვანოს ევროპასთან და ევროპამდე ეს ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მანვე უნდა შეარჩიოს ის გუნდი, ვინც მას საშუალებას მისცემს, რომ ჰყავდეს ძლიერი და ეფექტური მთავრობა. აქედან გამომდინარე, მთლიანად მომავალ პრემიერზეა დამოკიდებული, ვის ჩარიცხავს საკუთარ გუნდში. მას სჭირდება დრო და ეს დრო ბევრი არ დარჩა, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ მან საკუთარი გუნდი დააკომპლექტოს”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

ჟურნალისტების შეკითხვას, შეინარჩუნებს თუ არა იგი თანამდებობას მინისტრთა ახალ კაბინეტში, წულუკიანმა ასე უპასუხა:

 

“ვთვლი, რომ ჩემი საქმით ქვეყანას დახმარება სჭირდება. თუ სურვილი იქნება მომავალი პრემიერის, მე მზად ვარ, რომ მას დავეხმარო იმ დიდ საქმეში, რასაც ევროპასთან მიახლობა ჰქვია”.

ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი
ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *