ახალი ამბები

სუბარი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

4 ნოემბერი, 2013 •
სუბარი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრეს. მინისტრმა სოზარ სუბარმა საბჭოს წევრებს პენიტენციურ სისტემაში გატარებული ცვლილებების შესახებ მოუთხრო. 

მინისტრის თქმით, მსჯავრდებულების რაოდენობის შემცირების შედეგად ციხეებში მდგომარეობა გაუმჯობესდა. სუბარის განმარტებით, ციხეეებში სუიციდის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლაში რელიგიური პირებს თავიანთი წვლილის შეტანა შეუძლიათ. 

საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, რამდენადაა დაცული განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მქონე მსჯავდებულის უფლბები, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავისი მრევლის წევრს შეხვდება, ხომ არ გამოიწვევს ეს სხვა მსჯავდებულის მხრიდან მის დისკრიმანაციას. 

სოზარ სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავდებულები ისე თანაცხოვრობენ, რომ იციან ერთმანეთის რელიგიური მიკუთნებულობის შესახებ და ეს ვერ გახდება დისკრიმინაციის მიზეზი. 

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს არის დიალოგი რელიგიურ უმცირესობებსა და სახელმწიფოს შორის და მსგავსი შეხვედრები სხვა მინისტრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართება. 

“ძალიან ბევრი იდეა იყო კონკრეტული თანამშრომლობის გეგმებზე. სამინისტრო აცხადებს, რომ არის ღია და ძალიან ბევრ პროექტს დაუჭერს მხარს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული, ერთი მხრივ, უმცირესობების უფლებები და, მეორე მხრივ, გამოიყნენოს  ის ძალა, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს გააჩნიათ, რათა შემცირდეს  სუიციდის ფაქტები, ნარკოდამოკიდებულება თუ სხვა მავნე ჩვევები,”- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.  

ნანუაშვილის თქმით, ზოგადად რელიგიური უმცირესობების წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლა და მათი მრევლის წევრებთან შეხვედრა შეუძლიათ. ნანუაშვილის თქმით, შეხვედრაზე დასმული საკითხი, რომ რელიგიური უმცირესობების წევრებს სურთ შეწყალების კომისიის წევრები გახდნენ, განხორციელებადია.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ კომისია პრეზიდენტთან არის შემქნილი და მისი გადასაწყვეტია, თუ ვის დამაატებს ამ კომისიაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი