ახალი ამბები

ხიდაშელი: არ გამიკვირდება, სააკაშვილმა განაჩენგამოუტანელი მერაბიშვილი შეიწყალოს

3 ნოემბერი, 2013 • • 1119
ხიდაშელი: არ გამიკვირდება, სააკაშვილმა განაჩენგამოუტანელი მერაბიშვილი შეიწყალოს

“ბაჩო ახალაია გამართლდა ნაწილ ბრალში, ნაწილი კი დაუდასტურდა, ყველაფერი წესიერად, ლოგიკურად და სამართლიანად მიდის. მან მაინც გადაწყვიტა, რომ კანონის უგულებელყოფის გზით გააკეთოს ეს. პრობლემა არ არის, შეიწყალოს, მე საერთოდ ველოდები, რადგან მისგან არაფერი არ გამიკვირდება, რომ განაჩენგამოუტანელი ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს. 17 ნოემბრამდე რაღაცას მოიგონებენ და დაწერენ, არც ეს არ არის პრობლემა. ძალაინ დიდი მონდომებით აჭედებს სახურავს საკუთარ პოლიტიკურ კუბოს, რომელიც გაითხარა ბევრი წლის წინ”.–განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შეიწყლა, რომელსაც ე.წ. “ციხის ბუნტის” საქმეზე სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 3.9 წლის ვადით მიუსაჯა. პრეზიდენტის განცხადებით, არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, “კანონიერმა ქურდმა” ციხეში ჩასვას და გაასამართლოს კანონის ფარგლებში მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი