ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: იმედი მაქვს ახალაიას შეწყალება სააკაშვილის მიერ ჩადენილი ბოლო ბოროტება იქნება

3 ნოემბერი, 2013 •
ზაქარეიშვილი: იმედი მაქვს ახალაიას შეწყალება სააკაშვილის მიერ ჩადენილი ბოლო ბოროტება იქნება

“სამწუხაროდ, ვიდრე პრეზიდენტია, ის განაგრძობს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, სულ ცოტა დრო დარჩა, 17 ნოემბრამდე მოვითმინოთ. რა თქმა უნდა, მას შეუძლია და აქვს უფლებამოსილება შეიწყალოს პატიმრები, მათ შორის, ბუნებრივია, ბაჩო ახალაია. იმედი მაქვს, რომ მის მიერ ჩადენილი ბოლო ბოროტება იქნება საქართველოს წინაშე. ბაჩო ახალაიას სხვა თემებზეც აქვს წარდგენილი ბრალდებები და მიმაჩნია, რომ ასე იოლად ვერ დატოვებს საპყრობილეს”,– განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შეიწყლა, რომელსაც ე.წ. “ციხის ბუნტის” საქმეზე სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 3.9 წლის ვადით მიუსაჯა. პრეზიდენტის განცხადებით, არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, “კანონიერმა ქურდმა” ციხეში ჩასვას და გაასამართლოს კანონის ფარგლებში მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი