ახალი ამბები

ხუდონჰესის წინააღმდეგ ხაიშში ფიცი კიდევ ერთხელ დადეს

3 ნოემბერი, 2013 • • 1471
ხუდონჰესის წინააღმდეგ ხაიშში ფიცი კიდევ ერთხელ დადეს

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციტივით აქცია იმართება. ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრება და დღეს კიდევ ერთხელ დადო ფიცი, რომელიც ასეულობით ხელმოწერით დაადასტურეს:

 

” ვფიცავ, არ დავიშურებ ძალ–ღონესა და ჭკუა–გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, საალავები, ხაიშის თემი და მასში შემავალები არ მოექცეს წყალქვეშ”– ეს არის ნაწყვეტი ფიცის ტექსტიდან. 

 

ხაიშის 20-მდე მაცხოვრებლებმა მსგავსი ფიცი 2013 წლის სექტემბერშიც დადო, როდესაც ხუდონჰესის ჰიდროეელქტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში საჯაროდ განიხილეს.

 

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ხუდონჰესი აშენდება. პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 528 ჰექტარი იქნება. კომპლექსის გავლენის არეალში ხვდება შემდეგი სოფლები: ხაიშის თემიდან – ხაიში, იდლიანი, სკორმეთი, ლალხორალი, ტობარი, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ნაკი, დაკარი, შგედი, ლაჯრა, გაღმა ხაიში და ციცხვარი. ჭუბერის თემიდან – სოფელი ლახანი. გარდა ამისა, საპროექტო არეალში ხვდება 584 საფლავი.

 

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება, მშენებლობის დროს გაწეული ფინანსური ხარჯების ჩათვლით, 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს თანხა ექვს წელზე გადანაწილდება და წელიწადში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს დამატებით 1,1%-ით გაზრდის. ამასთან, ჰესის მშენებლობის ექვსწლიან პერიოდში (2014-2020) ქონების და საშემოსავლო გადასახადის სახით ქვეყნის ბიუჯეტში 157 800 000 ლარი შევა, რაც წელიწადში 26 300 000 ლარია.

 

დღევანდელ აქციაზე დაახლოებით 200 ადამიანია შეკრებილი. 

 

ხუდონჰესი
ხუდონჰესი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი