გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი სანახშირე ორმოები დაშალეს – ამის შესახებ ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 5,5 მ3 ხე-ტყე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.
“ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის გამო – სამი, ხოლო 6 მ3 ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირებისათვის – ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა,”- აცხადებს დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით სასამართლოში გადაიგზავნება.