ახალი ამბები

ნარმანია: გუბერნატორების კანდიდატურებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არ შევარჩევთ

30 ოქტომბერი, 2013 •
ნარმანია: გუბერნატორების კანდიდატურებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არ შევარჩევთ

თუმცა, საქართველოს რეიგონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, შესაძლოა ამ თემატიკაზე საუბარი იყოს. 

 

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

“ჩვენ ვამუშავებთ ტიპურ დებულებას კანცელარიასთან ერთად, რათა ახალი გუბენატორების ადმინისტრაციის უფლებამოსილებები უფრო მკაფიოდ იყოს გაწერილი, ვიდრე აქამდე. სწორედ ამაზე შეიძლება იყოს საუბარი და არა კანდიდატებზე”- განაცხადა ნარამანიამ და დასძინა, რომ გუბერნატორების თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება.

 

მინისტრის თქმით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციის უფლებამოსილებები უფრო მეტად გაიზრდება, არჩევნებამდე კი გუბერნატორებს გარკვეული მაკოორდინირებელი და საკომუნიაციო როლი უნდა ჰქონდეთ ცალკეულ პროექტებთან მიმართებაში.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის მაისში უნდა გაიმართოს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი