ახალი ამბები

ლუკა შონიას კომენტარი, თითქოს შავკანიანი სტუდენტები სტადიონზე ბავშვს ჩაგრავდნენ, ხუმრობაა

9 აპრილი, 2018 • 36324
ლუკა შონიას კომენტარი, თითქოს შავკანიანი სტუდენტები სტადიონზე ბავშვს ჩაგრავდნენ, ხუმრობაა

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში შავკანიან სტუდენტებზე ჯგუფური ძალადობის ვიდეო გავრცელდა, ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ლუკა შონიამ ხუმრობით დაწერა კომენტარი, თითქოს მისი შვილი სწორედ ამ შავკანიანმა ახალგაზრდებმა გამოაგდეს სტადიონიდან აცრემლებული.

ფოტოზე ნაჩვენები ტექსტი მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის ჟანრს მიეკუთვნება, თუმცა ლუკა შონიას კომენტარის სქრინმა თითქმის მთელი ფეისბუკი მოიარა, რამაც რასისტული განწყობები ქვეყანაში კიდევ უფრო გააღვივა.

ლუკა შონიას კომენტარი, თითქოს შავკანიანი სტუდენტები სტადიონზე ბავშვს ჩაგრავდნენ, ხუმრობაა

ლუკა შონიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი ხუმრობის მიზანს განმარტავს. მისი განცხადებით, ქართველი ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი მარტივად ექცევა ისეთი ნაციონალისტური აზრების ქვეშ, რომლებიც შესაძლოა უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს ქვეყნისთვის, ვიდრე სიკეთის.

ჩემი აზრით, რუსული სპეცსამსახურები ამ მეთოდს იყენებენ საბჭოთა კავშირის დროიდან ხალხის ერთმანეთზე გადასაკიდებლად – “დაშალე და იბატონეს” პრინციპით მარტივად ასრულებდნენ თავიანთ მისიას.”

როგორც ლუკა შონია წერს, რაიმე გადაუმოწმებელი პოსტის ან კომენტარის არგუმენტად გამოყენებამდე, საჭიროა დაფიქრება, რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს – “იქნებ იქ ისეთი რამ წერია, რისი მოსმენაც გვინდა და ამიტომ უფრო გვჯერა.”

ლუკა შონიას განცხადებით, მისი კომენტარი არის სრული სიცრუე, სატირა და ტროლინგი იმ სავარაუდო “გაპრავებებისა”, რაც შესაძლოა მისი დახმარების გარეშეც გაჩენილიყო სოციალურ ქსელში.

ასე რომ, სანამ შავკანიანს მოედნიდან გავაგდებთ, იქნებ კარგად დავფიქრდეთ, ჩვენი მომავლისთვის ეს კარგია თუ ცუდი.”

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.

[red_box]თავდასხმის ვიდეო[/red_box]

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და არა – რასობრივი დისკრიმინაციის. უკვე დაიკითხა ინციდენტში მონაწილე პირების და თვითმხილველთა ნაწილი, თუმცა არავინ დაუკავებიათ. ნიგერიელი სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი კანის ფარეის გამო გააძევეს მოედნიდან და მოსთხოვეს ქვეყნის დატოვებაც, რასაც ძალადობაში ბრალდებულები და მათი მეზობლები უარყოფენ.

თავდასხმა ნიგერიელ სტუდენტებზე – ყველა სიახლე

ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი და დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ნიგერიელ ახალგაზრდებს ინციდენტის პროვეცორებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თავდაპირველად, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შაკვანიანი სტუდენტების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ნიგერიელ სტუდენტებზე ძალადობაში ბრალდებულები რასობრივ დისკრიმინაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინციდენტი კანის ფერის გამო არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი