ახალი ამბები

როლისთვის ტრანსფორმირებული ჰოლივუდის მსახიობები [ფოტო]

24 ოქტომბერი, 2013 • • 6641
როლისთვის ტრანსფორმირებული ჰოლივუდის მსახიობები [ფოტო]

მსახიობმა ჯეიკ ჯილენჰალმა 10 კილოგრამადე დაიკლო როლისთვის, რომელიც ფილმში “Nightcrawler” შეასრულა. ჯილენჯჰალი ერთ–ერთი ბოლო მსახიობია, რომელიც შესამჩნევ ფიზიკურ ცვლილებებს დათანხმდა როლის გამო.

ჯარედ ლეტოს განცხადებით, მან 18 კილოგრამი დაიკლო, რათა ფილმში “Dallas Buyers Club”  აივ ინფიცირებული ტრანგენდერი ქალის როლი შეესრულებინა.

მსახიობი ეშტონ კუტჩერი ტრანსფორმაციის გარეშეც გავს კომპანია “Apple” -ის დამაარსებელ სტივ ჯობს, ამიტომ მას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია თავისი პერსონაჟს ვიზუალურად დამსგავსებოდა. თუმცა წვერმა, სათვალემ, და თმის ვარცხნილობამ მსგავსება უფრო ხელშესახები გახადა

მეთიუ მაქგონაჰიმ ახალი როლისთვის 18 კილოგრამამდე დაიკლო. ფილმის “Dallas Buyers Club” მსოფლიო პრემიერა დეკემბერში გაიმართება, სადაც მსახიობი აივ ინფიცირებულ მამკაცს განასახიერებს.

დენიელ დეი–ლუისმ, ფილმში “ლინკოლნი” ამერიკის მე–16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი განასახიერა. CNN– ი წერს, რომ იგი იმდენად გარდაისახა ლინკოლნად, რომ შესრულებული როლისთვის 2012 წელს ოსკარი დაიმსახურა.

მსახიობი ჯოზეფ გორდონ–ლევიტი ფილმში “Looper” მის მეწყვილეს, მსახიობ ბრიუს უილისს დაემსგავსა.

მერილ სტრიპმა ფილმში “რკინის ლედი” ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი მარგარეთ ტეტჩერი განასახიერა. შესრულებული როლისთვის 2011 წელს სტრიპმა ოსკარი დაიმსახურა. მსახიობის ტეტჩერთან მსგავსება ძირითადად მაკიაჟზე მომუშავე გუნდის დამსახურებაა. მათ ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის სახის თითოეული დეტალი შეისწავლეს.

მსახიობმა ჯარედ ლეტომ არ ამხოლოდ წონაში დაიკლო როლის გამო, ასევე, მოიმატა კიდეც. მარკ დევიდ ჩეპმენის განსასახიერებლად ფილმში ““Chapter 27”  ლეტომ 27 კილოგრამი მოიმატა.

მსახიობმა რობერტ დაუნ უმცროსის ამოცნობა გაგიჭირდებათ 2008 წელს გამოსულ ფილმში “Tropic Thunder”. მსახიობმა ვიეტნამის ომის აფროამერიკელი სერჟანტი განასახიერა. 

შარლიზ ტერონმა ფილმში “მონსტრი” შესრულებული როლისთვის ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი დაიმსახურა. ტერონმა სერიული მკვლელი განასახიერა, მსახიობმა არა მხოლოდ წონაში მოიმატა, მისი სახე მაკიაჟის საშუალებით სრულიად ტრანსფორმირდა. მსახიობის კბილებიც კი დაამუშავა ჯგუფმა, რომელიც მსახიობის ვიზუალზე მუშაობდა.

ნიკოლ კიდმანმა, შარლიზ ტერონის მსგავსად, ოსკარი დაიმსახურა  ფილმში “საათები” შესრულებული როლისთვის, სადაც კიდმანმა ბრიტანელი მწერალი ვირჯინია ვულფი განასახიერა. მსახიობს ტრანსფორმაციაში ძირითადად მაკიაჟი დაეხმარა, განსაკუთრებით კი ხელოვნური ცხვირი, რომელიც დისკუსიის საგანიც კი გახდა.

მსახიობი ბრედ პიტი ფილმში “ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია” შესრულებულ, როლისთვის სხვადასხვა ასაკის მისაღწევად არერთი ცვლილება დასჭირდა. ფილმის პროდიუსერის განცხადებით, მსახიობს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში უკეთებდნენ მაკიაჟს.

ქრისტიან ბეილმა ფილმში “მექანიკოსი” შესრულებული როლის გამო 28 კილოგრამი დაიკლო. იგი ყავის, სიგარეტის და ვაშლის დიეტაზე იმყოფებოდა, მსახიობი ასევე ერთ ულუფა თინუსს იღებდა ყოველდღიურად.

ჰიტ ლედჯერის მიერ შესრულებული “ჯოკერი” თავისთავად ითვალისწინებდა მძიმე მაკიაჟის ტარებას. ორივე- მსახიობიც და მაკიაჟზე მომუშავე გუნდი იყო ოსკარზე ნომინირებული, თუმცა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მხოლოდ ლედჯერმა მიიღო.

ფილმში “გოგონა დრაკონის ტატუთი” მსახიობმა რუნი მარამ ლიზბეთ სალანდერის როლი შეასრულა. მარამ შეიცვალა ვარცხნილობა. გაითეთრა წარბები და პირსინგი გაიკეთა ცხვირზე, წარბზე, ტუჩზე და კერტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი