შეხვედრა, რუსეთის მუსულმანების მმართველობის 225 წლისთავს მიეძღვნა.
უფაში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია, რომელმაც ვლადიმერ პუტინს სირიაში კონფლიქტის დარეგულირებისათვის და საქართველოსთან საიმიგრაციო პოლიტიკის წარმოებისათვის მადლობა გადაიუხადა:
“ჩვენ რომ მაშინ არ შემოგვეღო სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, ალბათ იქ დარჩებოდა 500 ათასი ადამიანი. დანარჩენი კი რუსეთში გადმოსახლდებოდა. ისინი ამის გამო მადლიერნი უნდა იყვნენ, თუმცა ეს კარგად არ ესმით. ქართულმა ეკლესიამ, რომელიც აქ ფუნქციონირებს, ეკლესიაში ჩამოკიდა მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი. ავრცელებდნენ რუსეთის და რუსი ხალხის საწინააღმდეგო პროკლამაციებს. ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა, მათ ეკლესიაში არ უშვებდნენ. მეც კი გამომაგდეს. მაგრამ მრავალრიცხოვანი წერილების, ჩვენი პატრიარქისა და სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით ჩვენ ეს საკითხი მოვაგვარეთ. ამჟამად ამ ეკლესიაში არა მხოლოდ ქართველები, არამედ აფხაზები, ოსები და რუსებიც დადიან. ბატონი შევჩენკოს დახმარებით, ფილმი “იკონა”, რომელიც “პირველი არხით” მთელმა რუსეთმა ნახა და რუსეთ-საქართველოს მეგობრობას ეძღვნებოდა, ვაჩვენეთ საქართველოშიც. პრემიერას 500 ადამიანი ესწრებოდა. თქვენ ერთხელ თქვით, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავითო. როცა განვაცხადე, რომ ეს თქვენი სიტყვები იყო, 500 ადამიანი ტაშს ფეხზე მდგომი უკრავდა” – განუცხადა ხუბუტიამ რუსეთის პრეზიდენტს.