ახალი ამბები

ვოლგოგრადში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

21 ოქტომბერი, 2013 •
ვოლგოგრადში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ძალოვანმა უწყებებმა შეტყობინება ვოლგოგრადში სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შესახებ დღეს, 14.05 –ზე მიიღეს და მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. თუმცა მალევე გაირკვა, რომ სამგზავრო ავტობუსში თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა.

 

ტერაქტი ვოლგოგრადში
ტერაქტი ვოლგოგრადში

აფეთქების შედეგად ძირითადად ვოლგოგრადის უნივერსიტეტის სტუდენტები გარდაიცვალნენ და დაიჭრნენ. აფეთქება მოხდა ავტობუსში, რომელიც “კარდიოცენტრიდან” კინოთეატრ “იუბილეინის” მიმართულებით გადაადგილდებოდა.  ავტობუსში აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როცა ის “ლესობაზას” გაჩერებას მიუახლოვდა. არსებული მონაცემებით, ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა და გაჩერებამდე, ავტობუსში რაიმე ტიპის აალება არ მომხდარა. 

 

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულლია “ტერაქტის” მუხლით. 

 

“გაზეტა რუ”–ს ინფორმაციით, რომელიც გამოცემას ძალოვანმა უწყებებმა მიაწოდეს, ავტობუსის სალონში აფეთქებული მოწყობილობა არ იყო დამონტაჟებული, ამიტომ მომხდარის ერთ–ერთ ვერსად ტერაქტი განიხილება.  

  

მასალების გადაბეჭდვის წესი