ახალი ამბები

კოჟორიძე: ახალაიას საქმეზე განაჩენის გამოტანის გაჭიანურება კითხვებს აჩენს

21 ოქტომბერი, 2013 • • 1202
კოჟორიძე: ახალაიას საქმეზე განაჩენის გამოტანის გაჭიანურება კითხვებს აჩენს

“არ არსებობს კონკრეტული რეგულაცია სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც იტყვის, რომ საქმის განხილვის დამთარებიდან ამა და ამ ვადაში უნდა დადგეს განაჩენი. არსებობს ზოგადი წესი, რომლის თანახმადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ განაჩენის დადგომა უნდა მოხდეს 9- თვიან ვადაში. თუმცა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით რჩება კითხვის ნიშნები, რატომ იქცევა

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

მოსამართლე ასე? სხვა ბევრი საქმე ჰქონია ბევრ მოსამართლეს, ზოგ შემთხვევაში სამართლებრივი თვალსაზრისით უფრო რთულიც, და იმაზე არ გამხდარა საჭირო ამხელა დრო განაჩენის გამოსატანად, და რატომ დასჭირდა ამ მოსამართლეს? ეს კითხვები ჩნდება და ამ კითხვებზე მე ზუსტი პასუხები არ მაქვს, ამ კითხვას პასუხი თავად სასამართლომ უნდა გასცეს”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა ახალაიას წამების ორგანიზებას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. კერძოდ, პროკურატურის ვერსიით, ბაჩო ახალაიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, 2012 წლის აგვისტოში, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გადაწყვიტა 7 სპეცრაზმელის დასჯა და ვითომ საწვრთნელ პროგრამაში ჩართო, რა დროსაც ჯარისკაცები აწამეს – აიძულებდნენ შიშვლად სირბილს, ვარჯიშს, უკანა ტანში ერთ–ერთს გაუკეთეს ტოტები, ამცირებდნენ და აგინებდნენ, ეძახდნენ მოღალატეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი