ახალი ამბები

ადვოკატი: ვანო მერაბიშვილს ვირუსი აქვს

21 ოქტომბერი, 2013 •
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილს ვირუსი აქვს

ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ წინა სასამართლო სხდომისგან განსხვავებით, ბრალდების მხარემ დასაკითხი მოწმეების სია მათ გონივრულ ვადებში გადასცა. მისივე განმარტებით, მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შესაძლოა სხდომას არ დაესწროს:

 

“მერაბიშვილის დასწრებასთან დაკავშირებით ზუსტად ვერაფერს გეტყვით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ვიცი, დაესწრება თუ არა სხდომას. გუშინ დამირეკა მე ციხის უფროსმა და მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგად, აქვს ვირუსი. თუ შეძლებს ის ტრანსპორტირებას, ამ შემთხვევაში წამოვა, თუ არა და -არა.”

 

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს ამ ეტაპზე რაიმე სახის შუამდგომლობა არ აქვს, თუმცა თუ რაიმე სახის აუცილებლობა წარმოიშვა, აუცილებლად დააყენებენ.

 

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 17 ოქტომბერს მერაბიშვილის არდასწრების გამო გადაიდო. მერაბიშვილის პროტესტი, როგორც ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, ბრალდების მიერ დაცვის მხარისთვის დასაკითხი მოწმეების სიის დაგვიანებით გადაცემამ გამოიწვია. გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე მოწმეები დასაქმების სამინისტროს პროგრამასთან დაკავშირებით დაიკითხებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი