ახალი ამბები

ჯარისკაცების ინტოქსიკაციის საქმის გამოძიება მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა

19 ოქტომბერი, 2013 •
ჯარისკაცების ინტოქსიკაციის საქმის გამოძიება მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა

საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2013 წლის 09 ივნისიდან – 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთელ რიგ დანაყოფებში გამოვლინდა ჯარისკაცთა კვებითი ინტოქსიკაციისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის არაერთი ფაქტი, რის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 248-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო გამოძიება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე:

“სრული, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული საქმეები ამოღებულია სამხედრო პოლიციის წარმოებიდან და გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის ფაქტების პარალელურად შეისწავლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეულ თანამდებობის პირთა მიერ კვების, მომსახურების შესყიდვების კანონიერებას და კონტრაქტორი კომპანიების მიერ დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდების იმ ფაქტებს, რამაც, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახადა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია”,–ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღეს ჯარისკაცების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული ჯარის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია მიმდინარეობს. ირაკლი ალასანიამ გამოძიების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქმის ნაწილი გაეგზავნა პროკურატურას, თუმცა დასძინა, რომ საქმის გარკვეულ ნაწილს თავად თავდაცვის სამინისტრო იძიებდა.

 

18 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით, 2013 წელს შეიარაღებულ ძალებში, სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ 11 დიარეის ფაქტი დაფიქსირდა. ამ შემთხვევების შედეგად 91 სამხედრო გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვების მიზნით.საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2013 წლის 09 ივნისიდან – 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთელ რიგ დანაყოფებში გამოვლინდა ჯარისკაცთა კვებითი ინტოქსიკაციისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის არაერთი ფაქტი, რის საფუძველზეც, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 248-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო გამოძიება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე:

“სრული, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული საქმეები ამოღებულია სამხედრო პოლიციის წარმოებიდან და გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის ფაქტების პარალელურად შეისწავლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეულ თანამდებობის პირთა მიერ კვების, მომსახურების შესყიდვების კანონიერებას და კონტრაქტორი კომპანიების მიერ დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდების იმ ფაქტებს, რამაც, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახადა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია”,–ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღეს ჯარისკაცების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული ჯარის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია მიმდინარეობს. ირაკლი ალასანიამ გამოძიების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქმის ნაწილი გაეგზავნა პროკურატურას, თუმცა დასძინა, რომ საქმის გარკვეულ ნაწილს თავად თავდაცვის სამინისტრო იძიებდა.

 

18 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით, 2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ 11 დიარეის ფაქტი დაფიქსირდა. ამ შემთხვევების შედეგად 91 სამხედრო გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვების მიზნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი