ნეტგაზეთი | საპარლამენტო უმცირესობამ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დონდუა პარლამენტში დაიბარა საპარლამენტო უმცირესობამ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დონდუა პარლამენტში დაიბარა – Netgazeti
RU | GE  

საპარლამენტო უმცირესობამ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დონდუა პარლამენტში დაიბარა

საპარლამენტო უმცირესობა ჯენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუას პარლამენტში იბარებს და განმარტებებს ითხოვს.

საუბარია 27-28 მარტს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე, რომელზეც აფხაზურ მხარე იმედოვნებს, რომ მიაღწევენ ზეპირ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

“ევროპულ საქართველოს”  სწორედ ამასთან დაკავიშრებით ჰქონდა კითხვები დავით დონდუასთან.

“ევროპულ საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას განცხადებით, ,,ჟენევის ფორმატში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელიც შექმნის ცრუ განცდას, რომ თითქოს პროგრესი გვაქვს მაშინ, როდესაც გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო საზარელი მკვლელობის ფონზე და ზოგადად რუსეთის დამოკიდებულების ფონზე, მითუმეტეს, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას საკუთარი პროპაგანდისტული პოზიციის და ვითომ სამართლებრივი პოზიციის გაძლიერების არ უნდა გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რუსეთის მოქცევა რეალური წნეხის ქვეშ, რაც ჯერ არ მომხდარა და ამაში მათშორის ჟენევის გამოყენება. მხოლოდ ჟენევა ამისთვის ვერ გამოდგება. ეს არის ჩვენი გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ.’’

9 მარტს,  დაურ კოვემ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ძალიან ახლოს არიან” ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირ შეთანხმებასთან.

“ვიმედოვნებ, ამ რაუნდზე საშუალება გვექნება მივიღოთ ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რასთანაც, ჩემი აზრით, ძალიან ახლოს ვართ. ვფიქრობ, თქვენი აქტიური მონაწილეობით ამ მიმართულებით პროგრესს მივაღწევთ”.

ჯერჯერობით უცნობია რას აპირებს ქართული მხარე ამასთან დაკავშირებით ჟენევაში.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები. გარდა ამისა, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან. ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი