ელჩი რიჩარდ ნორლანდი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” იგივე სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღეს აღნიშნავს.
14 ოქტომბერს ილია მეორემ სვეტიცხოვლის ეკლესიაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა. წირვა-ლოცვის დასრულბის შემდეგ მან კულტურის კულტურის მუშაკებს წმინდა გიორგი ოქროს ორდენები გადასცა.
ილია მეორემ ცოტა ხნის წინ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ULYSSE NARDIN-ის საათი აჩუქა.







