ახალი ამბები

წულუკინი: ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში მთავრობა შეურიგებელი იქნება

11 ოქტომბერი, 2013 •
წულუკინი: ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში მთავრობა შეურიგებელი იქნება

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო გამოძიების პროცესში არ არის ჩართული:”რადგან პროკურატურა და ჩვენი უწყება არის ხვადასხვა სტრუქტურა. ის, რომ პროკურატურა არის  ჩართული, ეს გამოძიების ხარისხს ზრდის. როცა ერთ დაწესებულებაში ხდება საეჭვო ფაქტი მას, ის დაწესებულება და გენინსპექცია არ უნდა იძიებდეს. კარგია, რომ გამოძიებაში პროკურატურა ჩაერთო”– განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მინისტრის განცხადებით, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში მთავრობა შეურიგებელი იქნება:” ჩვენ ვრჩებით შეურიგებლები ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. ბევრი რამ შეიცვალა და გაუმჯობესდა. მაგრამ არც ერთი მინისტრი, მათ შორის სოზარ სუბარი, არ ადუნებს ყურადღებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სამარცხვინო ფენომენი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს. რომ  ციხეში და თავისუფალ გარემოში ქურდულმა სამყარომ არ შეძლოს თავისი წესებით გვაცხოვროს, იმიტომ, რომ სახელმწიფოში არსებობს ერთადერთი წესი, ეს არის პარლამენტის მიერ მიღებული კანონები. ”  

მასალების გადაბეჭდვის წესი