ახალი ამბებისაზოგადოება

“ოცნებამ” GPB-ის ბორდის წევრობის 3 კანდიდატი, მათ შორის ზაზა შათირიშვილი დაასახელა

16 მარტი, 2018 • 2328
“ოცნებამ” GPB-ის ბორდის წევრობის  3 კანდიდატი, მათ შორის ზაზა შათირიშვილი დაასახელა

საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებად დაასახელა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, ჟურნალისტი ია მამალაძე და რაჟისორი მალხაზ ასლამაზიშვილი. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “ქართული ოცნების” პრესსამსახურში განუცხადეს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კიდევ სამი კანდიდატის ვინაობა. სახალხო დამცველმა მხარდაჭერა ზვიად დევდარიანს გამოუცხადა, საპარლამენტო უმცირესობამ ამ პოსტზე ნინია კაკაბაძე წარადგინა. აჭარის უმაღლესმა საბჭომ კი ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელა

ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 4 ვაკანტური ადგილია, რომელთა დასაკავებლად დასახელებულ კანდიდატებს პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებათ. კანდიდატების ხედვებსა და კონცეფციებს გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი