“სახელმწიფოს უპირისპირდებიან, ფაქტობრივად. არავითარ შემთხვევაში ამ პრეცენდენტის დაშვება არ შეიძლება. შეიძლება, ხვალ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა, ზოგმა ხატზე დაიფიცოს, ვიღაცამ ყურანზე დაიფიცოს, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ პროექტს შეეწინააღმდეგოს. ჩვენ ამ პრეცენდენტს ვერ დავუშვებთ,”- განაცხადა კახი კალაძემ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გადაცემა “სპექტრის” ეთერში.
კალაძის განცხადებით, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და მთავრობას კარგად ესმის ადგილობრივი მცხოვრებლების სატკივარი. მისი თქმით, მთავრობა მზად არის სვანეთში ახალი სოფელი ააშენოს.
სოფელ ხაიშის მცხოვრებლებმა ფიცის ტექტს ხელი 17 სექტემბერს, ხუდონჰესის ჰიდროეელქტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილის დაწყებამდე, მოაწერეს.