ახალი ამბები

კალაძე: ხუდონჰესის ინვესტორთან ხელშეკრულება წინა მთავრობის დროს დაიდო

7 ოქტომბერი, 2013 • 1306
კალაძე: ხუდონჰესის ინვესტორთან ხელშეკრულება წინა მთავრობის დროს დაიდო

კახა კალაძის თქმით, ხელშეკრულება ხუდონჰესის მშენელობის შესახებ ინდურ კომპანიასთან “Transelektrika” 2011 წელს დადო. 

 

“ჩვენ როგორც კი მოვედით ხელისუფლებაში… რომ ვნახეთ, რომ ეს იყო დიდი პროქტი და ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა საზოგადოებაში ამ პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვიტანეთ, გავხადეთ საჯარო და დავიწყეთ მუშაობა. შევქმენით ჯგუფი, რომელშიც იყო გაწევრიანებული სხვდასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტები, სამინისტროს წარმომადგენლები. დავიწყეთ განხილვა, რადენად დადებითი ხელშეკრულება იყო, რამდენად მისაღები იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. რა შეიძლება შეგვეცვალა, რა იყო კითხვის ნინშები, რა იყო გამოსწორებადი,”- განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში. 

 

კახი კალაძე
კახი კალაძე

კალაძის თქმით, მათ შეიტანეს ცვლილებები არსებულ ხელშეკრულებაში, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ძველი ხელშეკრულების მიხედვით, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგია ადგილობრივი ბაზრის მოხმარებისთვის სამი თვის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო, შესწორების შემდეგ 3 თვე 4 თვემდე გაიზარდა.

 

მეორე ცვლილების მიხედვით დაფიქსირდა ელექტროენერგიის ფასი 5,84 ამერიკულ ცენტამდე, ათი წლის განმავლობაში. კალაძის განცხადებით, ეს არის იმპორტის ჩანაცვლების ტარიფი. მინისტრის განმარტებით, რუსეთიდან ზამთრის პერიოდში იმპორტირებული ელექტროენერგია გასული წლის ზამთარში ღირდა 6,1 ცენტი. წელს 6,3 იქნება და ეს ტარიფი ყოველწლიურად იზრდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი