ახალი ამბები

სახალხო დამცველი ხუდონჰესის მშენებლობის საკითხზე ხაიშის მოსახლეობას ესაუბრა

2 ოქტომბერი, 2013 • 1160
სახალხო დამცველი ხუდონჰესის მშენებლობის საკითხზე ხაიშის მოსახლეობას ესაუბრა

უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება
უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას მესტიის რაიონის 17 თემის წარმომადგენელი ესწრებოდა. თემის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველთან ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობის შემთხვევაში მათ შეიძლება შეექმნათ.

 

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის აუცილებელია დიალოგის გამართვა და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობის აზრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი