ახალი ამბები

სოზარ სუბარი: პატიმრები, რომლებიც სხვა პატიმრებს ემსახურებიან, დაფინანსებას მიიღებენ

1 ოქტომბერი, 2013 •
სოზარ სუბარი: პატიმრები, რომლებიც სხვა პატიმრებს ემსახურებიან, დაფინანსებას მიიღებენ

მისი თქმით, ის პატიმრები, რომლებიც სხვა პატიმრებს ემსახურებიან, უკვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან და მათი შემოსავალი 250 ლარი იქნება:

 

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

“წინა ხელისუფლების დროს იყო ასეთი ვითარება, იყო ე.წ. “აბსლუგები”, სხვა პატიმტრების მომსახურებისათვის იღებდნენ 7–8 ათას ლარს დაახლობით და მათ ხარჯზე ცხოვრობდნენ. ერთ პატიმარს რომ გაეგზავნა მეორე მაღაზიაში, მისი ბარათიდან 60 თეთრი იჭრებოდა. თუ სწრაფად უნდა მოეტანა მისთვის მაღაზიიდან პროდუქტი, 2 ლარამდე ადიოდა თანხა. ეს იყო მოუწესრიგებელი სიტუაცია”.

 

 მინისტრის თქმით, წელს ამ პატიმრებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნება 350 ათასი ლარი. არსებული გათვლებით, ასეთი პატიმრები, ვინც სხვა პატიმარს ემსახურება, 450–500–მდეა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი