“საქართველოს ანექსია დაწყებულია 80-იანი წლების ბოლოდან. 2008 წელს, როდესაც ჩვენ მიწებს გვართმევდნენ, ჩვენ წინააღმდეგობა გავწიეთ, მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ, სახელმწიფებრიობა გადავარჩინეთ და რუსეთის არმიის წინსვლა შეჩერდა. შემდგომ წლებში მოვახერხეთ ტერორისტული აქტების სერიები შეჩერება, აღიარებების სერიების შეჩერება. რატომღაც წინა წლებში ვერავინ ბედავდა ამ მავთულხლართების გავლებას. ამიტომ ახლა, ბოლო თვეებში ჩვენ დავკარგეთ უფრო მეტი სახნავ-სათესი მიწა ჰექტარებში გამოხატული, ვიდრე იყო ქურთაში და თამარაშენში ერთად აღებული 2008 წლამდე.
ქურთას და თამარაშენის აღება რუსებს მოუხდათ ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასად და ახლა საერთოდ არაფერი გადაუხდია პოლიტიკურად. ახლა ამის შესახებ პატარ-პატარა ლაპარაკები დავიწყეთ, თორემ საერთოდ არავინ არ იცის ამის შესახებ. პრაქტიკულად მშრალი გამოვიდა ამ წყლიდან. თუ არაფერი არ დაუჯდება მას, ის ამას გაარგძელებს,”- განაცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
სააკაშვილის თქმით, რუსეთს საქართველოს ოკუპაცია ყოველთვის ენდომება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. პრეზიდნეტის მიაჩნია, რომ მთავარია მთავრობასა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა, რადგან დაპირისპირების დრო არ არის.







