ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 39%-ს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი სურს

26 სექტემბერი, 2013 •
NDI: გამოკითხულთა 39%-ს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი სურს

გამოკითხულთა 7% ისურვებდა პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძეს, 3-3% – შალვა ნათელაშვილს და გიორგი თარგამაძეს.

 

ამასთან, გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, 23% კი ფიქრობს, რომ არ არის მოსალოდნელი. 

 

თუკი არჩევნების მეორე ტური ჩატარდება მარგველაშვილსა და ბაქრაძეს შორის, გამოკითხულთა 49% დაუჭერს მხარს გიორგი მარგველაშვილს და 24% – მეორე კანდიდატს, ხოლო თუკი მეორე ტური გაიმართება მარგველაშვილსა და ბურჯანაძეს შორის, მმართველი ძალის კანდიდატს 50% დაუჭერს მხარს, მის კონკურენტს კი – 17%.

 

„ვუახლოვდებით რა 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, გიორგი მარგველაშვილი, ორი ერთთან შეფარდებით, წინ
უსწრებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. დავით ბაქრაძე, ორი ერთთან შეფარდებით, წინ უსწრებს ყველა
სხვა ოპოზიციურ კანდიდატს. თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგები და მეორე ტურის ალბათობა გადაწყდება იმის
მიხედვით, თუ რა არჩევანს გააკეთებს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატს არ უჭერს
მხარს“, – ამბობს NDI საქართველოს დირექტორი, ლუის ნავარო.

 

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, გამოკითხულთა 50% აცხადებს, რომ ყველაზე ახლოს მათ შეხედულებებთან პოლიტიკური პარტიებიდან დგას “ქართული ოცნება”, 16%-ისთვის – არცერთი, ხოლო 12% აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა”.

 

NDI-ის კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში”  საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდეტი გამოიკითხა. ცდომილება +/- 2%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). 

მასალების გადაბეჭდვის წესი