ახალი ამბები

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ხვალიდან მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

28 თებერვალი, 2018 • 8522
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ხვალიდან მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

I მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან. თბილსის მერის მოადგილე, მაია ბითაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე მოითხოვონ. მისი თქმით, ცვლილების მიზანია მგზავრთა უსაფრთხოება და დამატებითი საცობების თავიდან აცილება.

ქუჩებისა და გამზირების ჩამონათვალი, სადაც ხვალიდან  მიკროავტობუსი მხოლოდ გაჩერებაზე გაჩერდება:

  1. ვაჟა-ფშაველას გამზირი
  2. შოთა რუსთაველის გამზირი
  3. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
  4. დავით აღმაშენებლის გამზირი
  5. ილია ჭავჭავაძის გამზირი
  6. მარშალ გელოვანის გამზირი
  7. პეკინის გამზირი
  8. მერაბ კოსტავას ქუჩა
  9. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა
  10. ვახტანგ გორგასლის ქუჩა
  11. ჟიული შარტავას ქუჩა
  12. ჯორჯ ბუშის ქუჩა
  13. დავით აღმაშენებლის ხეივანი
  14. კახეთის გზატკეცილი

პროექტის შესახებ, რაც მიკროავტობუსების მხოლოდ გარკვეულ ადგილებში გაჩერებას გულისხმობს, 20 დეკემბერს გახდა ცნობილი. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურებს სთხოვა, აღნიშნული საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე კონკრეტულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელოს.

„დღეს მიკროავტობუსები ნებისმიერ ადგილზე ჩერდებიან და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, ქუჩებზე გადარბიან. ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ თავს, ასევე, მძღოლებსაც. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი