ახალი ამბები

სტუდენტებმა გმირთა მოედანზე გამოფინეს დაღუპული მუშების სახელები

13 თებერვალი, 2018 •
სტუდენტებმა გმირთა მოედანზე გამოფინეს დაღუპული მუშების სახელები

თბილისში, გმირთა მოედანზე, მოძრაობა “აუდიტორია #115-ის” წევრებმა სამუშაო ადგილებზე დაღუპული მუშების სახელები გამოფინეს. ისინი ამ ფორმით მუშების დაღუპვას აპროტესტებენ.

ხვალ, 14 თებერვალს, თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია/მსვლელობა გაიმართება, სახელწოდებით: “1209”. 2011-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე სწორედ 1209 მუშა დაიღუპა და დასახიჩრდა.

სტუდენტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ ხვალინდელ აქციას.

აუდიტორია N115-ის წევრებმა გმირთა მოედანზე დაღუპული მუშების სახელები გადმოფინეს 13.02.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აუდიტორია N115-ის წევრებმა თბილისში კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის ალტერნატიული სტენსილები გააკეთეს, რითც 2011-17 წლებში სამუშაო ადგილებზე 1209 მუშის დაღუპვა და დასახიჩრება გააპროტესტეს. სტუდენტები წლებია ეფექტიანი შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. 13.02.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი