თბილისში, გმირთა მოედანზე, მოძრაობა “აუდიტორია #115-ის” წევრებმა სამუშაო ადგილებზე დაღუპული მუშების სახელები გამოფინეს. ისინი ამ ფორმით მუშების დაღუპვას აპროტესტებენ.
ხვალ, 14 თებერვალს, თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია/მსვლელობა გაიმართება, სახელწოდებით: “1209”. 2011-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე სწორედ 1209 მუშა დაიღუპა და დასახიჩრდა.
სტუდენტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ ხვალინდელ აქციას.
