ახალი ამბები

ყველაზე მოკლე სამადლობელი სიტყვა ოსკარის ისტორიაში [Video]

10 სექტემბერი, 2013 • • 4330
ყველაზე მოკლე სამადლობელი სიტყვა ოსკარის ისტორიაში [Video]


რეჟისორი კარიერის მანძილზე 5–ჯერ იყო ნომინირებული კინოაკადემიის უმაღლეს  ჯილდოზე. 1941 წელს იგი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ნომინირებული იყო ფილმისთვის “რებეკა”, 1945 წელს ფილმისთვის “სამაშველო ნავი”, 1946 წელს ფილმისთვის “Spellbound“, 1955 წელს ფილმისთვის “ფანჯარა ეზოს მხარეს” და 1961 წელს ფილმისთვის “ფსიქო”, თუმცა ოსკარი არასდროს მიუღია.

 

რაც შეეხება ირვინ ტალბერგის სახელობის საპატიო ჯილდოს,  ის იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომელთა მუშაობამაც მხატვრული კინოს განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. სულ 3 სახის საპატიო ჯილდო არსებობს. ტალბერგის ჯილდოს გარდა, საპატიო ოსკარებს, ჩვეულებრივი ოსკარის ფორმა აქვთ, ხოლო ტალბერგის სახელობის ჯილდო ტალბერგის მემორიალის ფორმისაა. მას 1937 წლიდან გადასცემენ და მხოლოდ 39 ადამიანი დააჯილდოვეს. ბოლოს ტალბერგის სახელობის ჯილდო 2010 წელს ფრენსის ფორდ კოპოლას გადასცეს. 

 

“ეს არის პატივი და პრივილეგია, მადლობა” იყო მსახიობ ჯო პეშის სამადლობელი სიტყვა, როდესაც ოსკარი 1991 წელს ფილმში “Goodfellas” მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო. როდესაც მას ჰკითხეს, რატომ შემოიფარგლა ასეთი მოკლე სიტყვით, მსახიობმა განაცხადა, რომ ჯილდოს მიღებას არ ელოდა. ჯო პეში 1981 წელსაც იყო ნომინირებული ოსკარზე მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში “Raging Bull“, თუმცა პრიზი ვერ მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი