ახალი ამბები

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურება [PHOTO/VIDEO]

5 სექტემბერი, 2013 • 1563
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურება [PHOTO/VIDEO]

კადრების განადგურებას არ ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ღარიბაშვილის განცხადებით, ის საზღვარგარეთ იმყოფება, თუმცა სრულ თანხმობას აცხადებს კადრების განადგურებაზე.

ე.წ. მოდულის შენობაში დღეს  107 დისკი გაანადგურეს. დისკებზე ჩაწერილი მასალა ძირითადად 2007–2012 წლებშია გადაღებული. დღეს არ განადგურებულა სენაკში აღმოჩენილი მასალები. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, უახლოეს მომავალში იგეგმება კანონის გამკაცრება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უკეთესად დასაცავად:

“ერთი, ორი და სამი წელი ამგვარი დანაშაულისთვის საკმარისად არ მიგვაჩნია, ჯარიმა კი უნდა გაუქმდეს, რადგან არის ცალსახად უადგილო და სასაცილო”, – განაცხადა წულუკიანმა.

” დღეს ასეთი ქმედებით ჩვენმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი ასეთ ხერხებზე ამბობენ უარს და ეს მართლაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ასეთ გადაწყვეტილებაზე წასვლა არის ძალიან ძნელი, რადგან ეს არის დიდი ძალა ხელისუფლების ხელში. ის მასალა, რომელიც დარჩა, არის საკმარისი იმისთვის, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შექმნა ეს სისტემა”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

 

განადგურებული CD დისკები
განადგურებული CD დისკები

მასალების გადაბეჭდვის წესი