ახალი ამბები

წულუკიანი: ფარული ჩანაწერების განადგურების პროცესი გაგრძელდა

2 სექტემბერი, 2013 • 1156
წულუკიანი: ფარული ჩანაწერების განადგურების პროცესი გაგრძელდა

“ჩანაწერებთან დაკავშირებით კომისიამ რა იმუშავა და როგორ, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემთვის დღეს იქნება პირველი სხდომა და გავერკვევი ყველა იმ საკითხში, რაც ჩემ კომისიაში ჩართვამდე მოხდა. მაგრამ რაც შეეხება ჩემს პოზიციას, პირველივე დღიდანვე მე ვთქვი, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, იქნება ეს აუდიო თუ ვიდეო, სასწრაფოდ უნდა განადგურებულიყო, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც შეიძლება აქვთ, ან შეიძლება ჰქონდეთ ეჭვი, რომ არის ამ ჩანაწერებში, გაუჩნდეთ დაცულობის განცდა. ეს პროცესი გაგრძელდა, მაგრამ კომისია აქტიურად მუშაობს, რამდენადაც ვიცი, და ძალიან მალე პირადი ფაქტების და ოჯახური ცხოვრების თუ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები უნდა განადგურდეს. ამაზე ჩემი პოზიცია უცვლელია”, – განაცხადა წულუკიანმა დღეს, 2 ოქტომბერს, უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.


 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერები, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში დაგროვდა შსს–ში, 15 აგვისტომდე უნდა განადგურებულიყო, თუმცა, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ეს პროცესი კიდევ კვლავ გადაიდო.


მასალების გადაბეჭდვის წესი