ახალი ამბები

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა–ჯონსი დროებით ერთმანეთს დაშორდნენ

31 აგვისტო, 2013 • • 7827
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა–ჯონსი დროებით ერთმანეთს დაშორდნენ

კეტრინ ზეტა–ჯონსის წარმომადგენლის განცხადებით, წყვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა ქორწინება, რომელიც 13 წელს ითვლის შეაფასოს. 

 

დუგლასმა და ზეტა–ჯონსმა ერთმანეთი 1998 წელს საფრანგეთში გაიცნეს, 2000 წელს კი ისინი დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი 13 წლის დილანი და 10 წლის კერისი ჰყავთ. 

 

მაიკლ დუგლასაც და კეტრინ ზეტა ჯონსცას ბოლო წლებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. დუგლასს 2010 წელს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. კეტრინ ზეტა–ჯონსი კი 2011 წელს და 2013 წლის დასაწყისში მკურნალობდა ბიპოლარული აშლილობის (დეპრესია) გამო.

 

მაიკლ დუგლსმა განაცხადა, რომ მისი დიაგნოზი, რომელიც ახლა რემისიას განიცდის ორალური სექსისგანაა გამოწვეული. 

 

ჟურნალამა “OK!”  წყვილის ქორწილის ექსკლუზიურ ფოტოებში 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, თუმცა კონკურენტმა ჟურნალმა “Hello” სავარაუდოდ მიმტანის ან სტუმრის მიერ გადაღებული ფოტომასალა გაავრცელა. აღნიშნულს გრძელვადიანი სამართლებრივი ბრძოლა მოჰყვა, წყვილი ამტკიცებდა, რომ ჟურნალი “Hello” მათ პირად ცხოვრებაში შეიჭრა. პრობლემა 2007 წელს გადაწყდა, სამართლებრივ დავაში “Hello” დამარცხდა. 

 

ქორწინებამდე წყვილმა საქორწინო კონტრაქრიც გააფორმა, რომლის თანახმადაც, განქორწინების შემთხვევაში კეტრინ ზეტა–ჯონსი ქორწინების ყოველ წელზე ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. საქორწინო კონტრაქტის გაფორმება მაიკლ დუგლასმა დაიჟინა, რადგან მისმა პირველმა ცოლმა დიანდრამ განქორწინების შემდეგ 44 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. 

 

დუგლასი პირველად 1977 წელს დააქორწინდა. 1995 წელს წყვილი ერთად აღარ ცხოვრობდა, თუმცა ოფიციალურად 2000 წელს განქორწინდნენ:

 

“მე არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო, მეტიც მე ძალაინ მიყვარდა ჩემი პირველი ცოლი, მაგრამ ჩვენი ქორწინება 8– 10 წლით ადრე უნდა დაგვესრულებინა”– განაცხადა მსახიობმა. 

 

მისივე თქმით, კეტრინ ზეტა–ჯონსმა მას მეორე შანსი მისცა ჰქონოდა ოჯახი:

 

“ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ სიყვარული არ უნდა აღიქვა, როგორც  გარანტირებული რამ, თქვენ იცავთ და ასაზრდოვებთ მას და ის უფრო ღრმა ხდება”.

 

მაიკლ დუგლასის მონაწილეობით 2013 წელს გამოვიდა ფილმი “Behind The Candelabra”, ხოლო კეტრინ ზეტა–ჯონსის მონაწილეობის გამოვიდა ფილმი “Red 2”, რომლეშიც მსახიობი ჰელენ მირენთან და ბრიუს უილისთან ერთად თამაშობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი