“იქ არ არის ლაპარაკი იმ კონტექსტზე, რომელსაც გულისხმობს ბატონი ლავროვი. იქ არის ლაპარაკი ნდობის აღდგენაზე ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის, არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და უნდა ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები, მხოლოდ ამის შემდეგ, ეკონომიკური წარმატების და ქვეყნის განვითარების პარალელურად, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს დავუდასტუროთ ის, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად ცხოვრება და დავსახოთ ერთიან ქვეყანაში ცხოვრების მომავალი. სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი პრემიერის განცხადებაში და არა იმაზე, რომ საქართველო როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, ისე დაამყარებს პირდაპირ დიალოგს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მაია ფანჯიკიძე ასევე გამოეხმაურა ლავროვის განცხადებას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით:

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

“ძალის არგამოყენების შეთანხმება არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემადგენელი ნაწილი. ეს შეთანხმება შედგა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს. სწორედ ამ შეთანხმების შესასრულებლად არის შექმნილი ჟენევის ფორმატი. ჟენევის ფორმატში ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს ვალდებუკლება აიღოს რუსეთმაც. საქართველოს ცალმხრივად აქვს აღებული ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ, ეს მოხდა პირველად 2010 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა შესაბამისი განცხადება, ხოლო 2013 წელს, უკვე ახალმა ხელისუფლებამ, ახალმა პარლამენტმა ეს განცხადება გაიმეორა. შესაბამისად ეს ცალმხრივად საქართველოს მიერ უკვე არის შესრულებული, ხოლო ახლა ჯერი არის რუსეთზე, რომელიც ამ ვალდებულებას არ ასრულებს, ამიტომ, თუკი რუსეთი იფიქრებს, რომ ეს არის აუცილებელი და ამ ვალდებულებას აიღებს თავის თავზე, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება დღეს გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების შესაძლო აღდგენასა და მათთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შესახებ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *