ახალი ამბები

ყოფილი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია დააკავეს

9 აგვისტო, 2013 • • 2181
ყოფილი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია დააკავეს

 

როგორც “ნეტგაზეთს” შსს–ს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ყოფილი დეპუტატი თენგის ჯგუშია, თუმცა მისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

 

მერაბ ქვარაია, რომლის მიმართაც რამდენიმე გასროლა განხორციელდა, ამ საქმეში თენგიზ ჯგუშიას ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ურთიერთშელაპარაკებამ გამოიწვია.

 

თენგიზ ჯგუშია სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” დამფუძნებელია. 1995-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“. 1999 წელს კი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა “აღორძინების” სიით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი