ახალი ამბები

უსუფაშვილი: საქართველო გლოვობს იმ დღეებს, რომელიც შეიძლებოდა არ მომხდარიყო

8 აგვისტო, 2013 • 1231
უსუფაშვილი: საქართველო გლოვობს იმ დღეებს, რომელიც შეიძლებოდა არ მომხდარიყო

2013 წლის 8 აგვისტოს მან ჟურნალისტებთან განაცხადა: “დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმ ტრაგედიის აღსანიშნავად, რომელიც წლების და დროის მიმდინარეობას არ ექვემდებარება. ერთი მხრივ, სამშობლოსთვის თავგანწირვა არასოდეს ავიწყდება ერს და სამარადისო დიდება გმირებს, მეორე მხრივ კი, ის ტკივილი, რომელიც კიდევ ერთხელ დაატყდა სრულიად საქართველოს, ასევე არ ექვემდებარება დროს. დღეს, ყველა ერთად, სრულიად საქართველო გლოვობს იმ დღეებს, რომელიც შეიძლებოდა არ მომხდარიყო. სამშობლოს დაცვა წმინდათაწმინდა მოვალეობაა და ყველა ჯარისკაცი ამისთვის მზადაა, მაგრამ ჩვენ  სახელმწიფო და ქვეყანა და ხელისუფლება გვჭირდება იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ასეთი მსხვერპლი. დარწმუნებული ვარ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს მიწაწყალზე აღარ განმეორდეს ომი, არც სამოქალაქო და არც რამე სხვაგვარი, იმიტომ, რომ ომი ამდენ მსხვერპლს ტოვებს”.

ჟურნალისტებმა დავით უსუფაშვილს რუსეთის პრემიერ -მინისტრ დიმიტრი მედვედევის იმ გაცხადების კომენტირება სთხოვეს, რომლის მიხედვითაც, მედვედევი მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში ომის დაწყების ბრძანება კვლავ გასცეს, ისე, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა, რაზედაც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა:

 

“საქართველო რჩება ისეთ გეოპოლიტიკურ გარემოში, როდესაც ძალიან დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესების და სტრატეგიული ინტერესების მიხედვით. ეს ხედვა კი ნიშნავს იმას, რომ არც თავად უნდა ვიყოთ რაიმე მსგავსი ძალადობრივი საომარი მოქმედებების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინიციატორი მომავალში, ოდესმე, და არც სხვის პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ. ამიტომ გვჭირდება ჩვენ საერთაშორისო სისტემა, საერთაშორისო თანამეგობრეობა, რომელმაც სრულიად სხვა ხერხებით უნდა დაიცვას ჩვენი ინტერესები.

 

ჩვენი ჯარისკაცები უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლზე ყოველი შემთხვეისთვის, მაგრამ საქართველოში ომი აღარ უნდა დავუშვათ, რასაც არ უნდა ამბობდნენ ამა თუ იმ მეზობელი ქვეყნების პოლიტიკოსები თუ პრეზიდენტები”.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, 2013 წლის 8 აგვისტო
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, 2013 წლის 8 აგვისტო

მასალების გადაბეჭდვის წესი