ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი კულტურის სამინისტროში მწერლებთან შეხვედრაზე მივიდა

28 დეკემბერი, 2017 •
შინაგან საქმეთა მინისტრი კულტურის სამინისტროში მწერლებთან შეხვედრაზე მივიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კულტურის სამინისტროში მწერლებთან შეხვედრაზე მივიდა – ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერეს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასცოციაციის თანამშორმლებმა. 

შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ასცოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა ფეისბუკზე წერს, შეხვდრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა მათთვის მოულოდნელი იყო.

მოცემულ შეხვედრაზე არ უშვებენ ჟურალისტებს, რომლებიც მის დასრულებას სამინისტოს პირველ სართულზე ელოდებიან. თუ რაზე ესაუბრება შინაგან საქმეთა მინისტრი მწერლებს – ამის შესახებ სავარაუდოდ შეხვედრის დასრულების შემდგე გახდება ცნობილი.

დღეს, 28 დეკემბერს კულტურის მინისტრი მწერლებსა და გამომცემლებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით ხვდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი