ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” გამგეობის თანამშრომელმა მიაწოდა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მომხდარის დეტალებს ადგენენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ზარალი მიადგა გამგეობის შენობას, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. “ნეტგაზეთს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.

